სერგეი ლავროვი ერევანში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერევანში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

უწყებათაშორისი დელეგაციის წევრები შაბათს შეხვედრას გამართავენ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

მანამდე სომხეთის დედაქალაქში ვიზიტით რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩავიდა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთში, რუსეთი დელეგაციას გაგზავნის. პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ მის ამოცანას 9 ნოემბრის მთიანი ყარაბაღის შესახებ სამმხრივი შეთანხმების განხორციელების აქტუალური საკითხების განხილვა წარმოადგენს.