სერგეი ლავროვი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ცალ-ცალკე შეხვდა.

რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებისას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

განცხადების თანახმად, მათ ასევე კონფლიქტის დასარეგულირებლად პირობების შექმნაზე იმსჯელეს.