სერიალ დილის შოუს“ პრემიერა ნიუ-იორკში გაიმართა

ნიუ-იორკში ახალი სერიალის „დილის შოუს“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც მთავარი გმირები, რიზ უიზერსპუნი და ჯენიფერ ენისტონი ესწრებოდნენ.

მსახიობები კამერების წინაშე შავ კაბებში პოზირებდნენ.

სიუჟეტის მიხედვით, ცნობილი შოუს Good Morning America-ს წამყვანის პრესტიჟული ადგილისთვის ერთმანეთს ჯენიფერისა და რიზის პერსონაჟები უპირისპირდებიან, იმ ფონზე, როდესაც მათი კოლეგა (სტივ კარელის პერსონაჟი) სამსახურიდან სექსუალური შევიწროების ბრალდებით გაათავისუფლეს.

სერიალის სატელევიზიო პრემიერა Apple TV Plus-ზე 1-ელ ნოემბერს გაიმართება.