სერიალ 'Pose'-ის ბოლო სეზონის თრეილერი გამოქვეყნდა - VIDEO

YouTube არხზე TV Promos-მა რაიან მერფის და ბრედ ფალჩაკის სერიალის Pose-ის მესამე და ბოლო სეზონის თრეილერი გამოაქვეყნა. ის FX-ზე 2 მაისს გამოჩნდება. ინფორმაციას ამის შესახებ Deadline ავრცელებს.

ფინალურ სეზონში მონაწილეობენ ბილი პორტერი, ემჯეი როდრიგესი და ინდია მური. 

სერიალში მოქმედება ვითარდება 1994 წლის ნიუ-იორკში, შიდსის გავრცელებისა და კოალიციის აქტივისტების საქმიანობის ფონზე. 

წინა სეზონებში მოვლენები 1987 და 1990 წლებში ვითარდებოდა.

ვიდეო: TV Promos