სერიალში "სექსი დიდ ქალაქში" "გრეის ანატომიის" მსახიობი გამოჩნდება

სერვისი HBO Max სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" გაგრძელებაში არაბინარულ პერსონაჟს შეიყვანს. მისი სახელი ჩე დიასი იქნება. ჩე პოდკასტის წამყვანია, რომლის მუდმივი სტუმარი სარა ჯესიკა პარკერის პერსონაჟი კერი ბრედშოუ არის.

ამ როლს სარა რამირესი შეასრულებს, რომელიც რეალურ ცხოვრებაშიც თავის თავს გენდერულად ნეიტრალურ ადამიანად აღიქვამს.

სარა რამირესს მაყურებელი სერიალიდან "გრეის ანატომია" იცნობს, სადაც ის ექიმ კელი ტორესის როლს 11 სეზონის მანძილზე თამაშობდა.