სეულის აკვარიუმში დამთვალიერებელს მყვინთავი სანტაკლაუსი დახვდა - PHOTO

სამხრეთ კორეაში, სეულის აკვარიუმში მყვინთავმა სანტა-კლაუსმა საშობაო წარმოდგენა მოაწყო. დამთვალიერებელს თევზებთან ერთად საჩუქრების მაძებარი სანტა და უჩვეულო სანახაობა დახვდათ. აკვარიუმის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საშობაოდ ყველაფერი შესაძლებელია. 

წარმოდგენა კორონავირუსის პანდემიითაც იყო განპირობებული. როგორც აცხადებენ,აკვარიუმს დამთვალიერებელი დააკლდა, რაც შეზღუდვებით იყო გამოწვეული. მათი გამოხმაურების მიხედვით, ფიქრობენ, რომ მსგავსი სიურპრიზები ხელს შეუწყობს სტუმრების ხელახალ მოზიდვას.