სეულში გამოფენაზე შემთხვევით 500 ათასი დოლარის ღირებულების ნახატი გააფუჭეს - PHOTO - VIDEO

კორეაში სავაჭრო ცენტრის სტუმრებმა გამოფენის ორგანიზატორები ლამის ინფარქტამდე მიიყვანეს. მათ შემთხვევით თითქმის ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების უნიკალური ნახატი გაანადგურეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

ამასთან, მათი თქმით, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ხელოვნებაში ჩართვა სურდათ.

აღმოჩნდა, რომ მათ ეგონათ, რომ საღებავები და ფუნჯები, რომლებიც უზარმაზარი აბსტრაქტული ტილოს გვერდით იყო, განხრახ ჩანაფიქრს წარმოადგენდა და რაიმე დეტალის დამატება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. სინამდვილეში, ეს ატრიბუტები ექსპონატის ნაწილი იყო.

ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ისინი არ დაესაჯა. ახლა ისინი მხატვართან განიხილავენ, ღირს თუ არა ნახატის აღდგენა.

ყოველი შემთხვევისთვის, ნახატთან ორგანიზატორებმა დაამონტაჟეს ღობეები და ნიშნები "არ შეეხოთ".