შახტის ჩამონგრევას ჩინეთში სამი ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში სიჩუანის პროვინციაში შახტა ჩამოინგრა. ინციდენტის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას CGTN-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჭერის გასაძლიერებლად მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს, შახტა ჩამოინგრა და ნანგრევების ქვეშ შვიდი ადამიანი მოყვა.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზი და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.