შანხაიში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის შემთხვევები იზრდება ჩინეთის ფინანსურ ცენტრში შანხაიში, სადაც დღეს სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. სამივე დაინფიცირებული სტუდენტია, რომლებიც ირანში სწავლობენ. მათ ვირუსი ირანიდან დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდათ.   

ჩინეთში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3042-ს მიაღწია. დაინფიცირებულია 80552 ადამიანი. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო დატოვა 53726-მა პაციენტმა.