შანხაიში სამრეწველო ობიექტზე ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

შანხაიში ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის ორი მეხანძრე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press ავრცელებს.

ხანძარი კომპანია Shanghai Shengrui Electronic Technology-ს ობიექტზე გაჩნდა. მეხანძრეებმა ალის ჩაქრობა მოახერხეს. 

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მაშველებმა რვა ადამიანის ცხედარი იპოვეს. აქედან ორი მეხანძრე იყო, ვინც ადგილზე იყო მობილიზებული.

ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, გამოძიება გრძელდება.