შანხაიში ტურისტული ზონები გაიხსნა

შანხაიში ტურისტული ღირსშესანიშნაობების 83 პროცენტი გაიხსნა და ქალაქის მასშტაბით დაახლოებით 5200-მა სასტუმრომ განაახლა ფუნქციონირება. ამის შესახებ  გამოცემა Shine იუწყება.

ობიექტები ყოველდღიურად დასაშვები ტურისტების რაოდენობის მხოლოდ 30 პროცენტს მიიღებენ.

ამასთანავე, დაცული უნდა იყოს დისტანცირების ზომები. მეპატრონეებსა და მენეჯერებს ტურისტული ნაკადის კონტროლი მოუწევთ, რათა გზის ვიწრო მონაკვეთებსა და შენობებში თავიდან აიცილონ ხალხმრავლობა.