შაოლინის ტაძარში უცხოელ სტუდენტებს კუნგ-ფუს ასწავლიან

ჩინეთის ცენტრალურ პროვინცია ჰენანში, შაოლინის ტაძრის კუნგ-ფუს ცენტრმა ადგილობრივ უნივერსიტეტთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად საერთაშორისო სტუდენტები მთელი მსოფლიოდან საბრძოლო ხელოვნების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო განათლებას მიიღებენ.

ტაძრის რექტორის თქმით, ეს თანამშრომლობა კუნგ-ფუს მოყვარულ სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნიდან საშუალებას მისცემს, ტრადიციული ჩინური კულტურა შეისწავლონ.