შარლ მიშელი აზერბაიჯანს ესტუმრა

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ესტუმრა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე იაქუბ ეიუბოვი და მთავრობის სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.