შარლ მიშელი აზერბაიჯანში ჯუმა-მეჩეთს ესტუმრა

აზერბაიჯანში საქმიანი ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შამახინის რაიონში ჯუმა-მეჩეთს ესტუმრა. 

შარლ მიშელთან ერთად აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ანარ ალეკბეროვი იმყოფებოდა. 

იმამმა მარხამათ მუსტაფაევმა შარლ მიშელს მეჩეთის ისტორია უამბო. 

დღესვე, შარლ მიშელმა Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროკავშირის ინტერესებშია.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით გუშინ ჩავიდა.