შავ ზღვაში NATO-ს გაძლიერებას რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი შავ ზღვაში NATO- ს გაძლიერებას ადეკვატურად უპასუხებს.

„NATO საფრთხეს ეძებს იქ, სადაც ის არ არის. არც აღმოსავლეთის ფლანგიდან, არც მოსკოვიდან და არც რუსეთიდან NATO-ს ახალი გამოწვევები და საფრთხეები არ ემუქრება. საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ჩვენი პასუხი ტრადიციულია: ადეკვატურ პასუხს გავცემთ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.