შავარშ კოჩარიანმა თანამდებობა დატოვა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ კოჩარიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო გამოცემა Mediaport იუწყება.

გამოცემა აღინიშნავს, რომ კოჩარიანის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვისაც არ ყოფილა.

თავად სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კოჩარიანის განცხადებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია.