შავი ზღვის სანაპიროზე განძი იპოვეს

ბულგარელმა არქეოლოგებმა შავი ზღვის სანაპიროსთან გათხრებისას მეხუთე საუკუნის განძი აღმოაჩინეს. მკვლევარებმა ოქროს 16 და ბრინჯაოს 20 მონეტა იპოვეს. წინასწარი მონაცემებით, მონეტებზე იმპერატორი ფეოდოსი მეორე და მისი ბიძაშვილი ველენტინიან მესამეა გამოსახული. გათხრები ქალაქ დევნიაში მიმდინარეობდა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ განძი შავი ზღვის სანაპიროზე ძველ ქალაქ მარკიანოპოლზე ჰუნების ტომების თავდასხმის დროს გადამალეს. 

ეს შავი ზღვის სანაპიროზე განძის აღმოჩენის მეორე შემთხვევაა.