შემაშფოთებელი ვითარებაა - ჯანმო-ს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის ახალი შემთხვევები შემაშფოთებელი სისწრაფით იზრდება.

"უმეტეს რეგიონში COVID-19-ის შემთხვევები იზრდება. ეს შემაშფოთებელი ტენდენციაა, რაც კორონავირუსის ახალი სახეობების, საზოგადოებების დისტანცირების შემცირებისა და ვაქცინის არათანაბარი გამოყენების შედეგია", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა 19 მარტს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ იანვარსა და თებერვალში COVID19-ის შემთხვევათა ექვსკვირიანი შემცირების შემდეგ, ახლა უკვე ისევ ინფიცირების ზრდის მეოთხე კვირაში ვართ. 

ტედროს ადანომ გებრეისუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მართალია მცირდება, თუმცა იმაზე ნელი ტემპით, ვიდრე ადრე.