შეთანხმება თურქულ-რუსული ცენტრის შექმნის შესახებ ხელმოწერილია

თურქეთ-რუსეთის ერთობლივი ცენტრის შექმნისა და ამოცანების საფუძველზე ტექნიკური დეტალების შესახებ მოლაპარაკებები დასრულდა, რის შედეგადაც ხელი მოეწერა ხელშეკრულებას. მიმდინარეობს საჭირო სამუშაოები, რათა ცენტრის საქმიანობა რაც შეიძლება მალე დაიწყოს.

ინფორმაციას თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 11 ნოემბერს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ვიდეოკონფერენციის საშუალებით ხელი მოაწერეს შეთანხმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესრულების მონიტორინგისა და შემოწმების მიზნით.