შოტლანდიაში აფეთქებისას 4 ადამიანი დაშავდა

შოტლანდიის ქალაქ ერეში ძლიერი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ВВС ავრცელებს.

სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი იყო ჩართული.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

ინციდენტის შედეგად 2-სართულიანი სახლი განადგურდა.