შრი-ლანკაში საგანგებო მდგომარეობის წესების დამრღვევი 4 600-მდე ადამიანი დააკავეს

შრი-ლანკაში ათასობით ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან მეჩეთში შეკრებილი მლოცველებიც. ამის მიზეზი ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევა გახდა. 

მლოცველები ქალაქ ჰოროპატანაში დააკავეს. რამდენიმე ათეული მათგანი გაიქცა. 

მას შემდეგ რაც მთავრობამ არააუცილებელი გადაადგილება აკრძალა, პოლიციამ 4 600-მდე ადამიანი დააპატიმრა. ხოლო, 1 125 პირს ავტომობილი ჩამოართვა. 

შრი-ლანკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა. მთავრობამ კომენდანტის საათი სოციალური დისტანცირების უზრუნველსაყოფად გამოაცხადა.