შვედეთის ჯარს ორი სამხედრო ჯიპი მოპარეს

შვედეთის შეიარაღებული ძალების საწყობიდან ორი სამხედრო ჯიპი მოპარეს. თითოს წონა დაახლოებით 7 ტონას აღწევდა.

ინციდენტი ქალაქ ენჩოპინგში მოხდა.

გამოძიების თქმით, გატაცების მომენტში ავტომობილებში იარაღი ან საბრძოლო მასალები არ იყო.

ერთ-ერთი ავტომობილი დღეს დილით ქალაქ ვესტეროსთან იპოვეს.

პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. მიმდინარეობს გამოძიება.