შვედეთში ქალი და მამაკაცი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს

შვედეთის უსაფრთხოების პოლიციამ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ორი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია SVT ავრცელებს.

ოპერაციის დროს პოლიციამ ელექტრონული მატარებლები ამოიღო, რომელიც დიდი მოცულობით ინფორმაციას შეიცავს. ამჟამად მათი შესწავლა მიმდინარეობს.

დაკავებულებს სტოკჰოლმში 2 იანვარსა და 2 აპრილს მომხდარ დანაშაულებში ადანაშაულებენ, თუმცა კონკრეტულად არ სახელდება, რა ინციდენტებზეა საუბარი.

პროკურატურა მათ ბრალს 19 აპრილამდე წაუყენებს.