შვედეთში რეკორდული სიცივე, -43,8C დაფიქსირდა

შვედეთის პატარა სოფელ ნაიმაკაში ტემპერატურა -43,8 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა, რაც ამ სეზონისთვის რეკორდი გახდა. ინფორმაციას The Local ავრცელებს.

ამინდის პროგნოზებში ნაიმაკა ხშირად მოიხსენიება, როგორც შვედეთის ერთ-ერთი ყველაზე ცივი ადგილი ზამთარში. ეს დასახლება ფინეთთან საზღვარზე, შვედეთის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. იქ მოხვედრა მხოლოდ ფინეთის ტერიტორიის გავლით არის შესაძლებელი. სპეციალური ვებ-გვერდის მიხედვით, ამჟამად ნაიმაკაში მხოლოდ ორი ადამიანი ცხოვრობს.

ორშაბათს შუადღისას ტემპერატურა -42,7°C-მდე დაეცა და საღამოსთვის კი -43,8°C შეადგინა.