შვეიცარიაში 24 საათში კორონავირუსით 44 ადამიანი დაინფიცირდა

შვეიცარიაში 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირებულია 30 251 ადამიანი.

ქვეყნის ჯანმრთელობის ფედერალური ოფისის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 1 532-მდე გაიზარდა.

უწყების ინფორმაციით, შვეიცარიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იკლებს.