შვეიცარიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 27 078-ს მიაღწია

შვეიცარიაში 24 საათის განმავლობაში 346 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირებულია 27 078 ადამიანი.

ქვეყნის ჯანმრთელობის ფედერალური ოფისის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 1059-მდე გაიზარდა.

უწყების ინფორმაციით, შვეიცარიაში კორონავირუსით დაინფიცირების გავრცელების სისწრაფე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში.