შვეიცარიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 268-ს მიაღწია

შვეიცარიაში 24 საათის განმავლობაში 205 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირებულია 28 268 ადამიანი.

ქვეყნის ჯანმრთელობის ფედერალური ოფისის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 1217-მდე გაიზარდა.

უწყების ინფორმაციით, შვეიცარიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იკლებს.