შვეიცარიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხი რეფერენდუმით გადაწყდება

შვეიცარიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ რეფერენდუმი ტარდება. ხმის მიცემის პროცედურა ხვალ გაიმართება.

კანონში ცვლილებების შეტანის მომხრეები ამბობენ, რომ შვეიცარია ერთ-ერთი ბოლო ქვეყანაა დასავლეთ ევროპაში, რომელსაც მსგავსი ჩანაწერი კანონში არ ჰქონია. მათი თქმით, ცვლილებები დაგვიანებულია.

მსგავსი ჩანაწერის მოწინააღმდეგეა ადგილობრივი ეკლესია და ტრადიციული ოჯახები.