შვეიცარიაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 25 580-ს მიაღწია

შვეიცარიაში 24 საათის განმავლობაში 280 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირებულია 25 580 ადამიანი. 

ქვეყნის ჯანმრთელობის ფედერალური ოფისის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 885-მდე გაიზარდა. 

უწყების ინფორმაციით, შვეიცარიაში კორონავირუსით დაინფიცირების გავრცელების სისწრაფე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში.