შვეიცარულმა კომპანიამ რუსული მილსადენის მშენებლობა შეაჩერა

აშშ-ს სანქციების ფონზე, შვეიცარულმა კომპანია Allseas-მა "ჩრდილოეთის ნაკადის" მშენებლობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ კომპანია განცხადებას საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს. 

სანქციების მიხედვით, აშშ მის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ იმ კომპანიის ქონებას გაყინავს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მილსადენის მშენებლობაში. ცნობილია, რომ კომპანია Allseas-ს ტეხასის შტატში გარკვეული აქტივები აქვს.