სი ძინპინი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ კონფერენციას დაესწრება

16 აპრილს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ვიდეოკონფერენცია გაიმართება, რომელსაც გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან ერთად ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინიც დაესწრება.

ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, ჰუა ჩუნინგმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სპიკერის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონის მიპატიჟება მიიღო.