სიდნეიში სანაპიროები ისევ დაიხურა

ავტრალიის ყველაზე დიდ ქალაქში, სიდნეიში ზღვის სამი დიდი სანაპირო მეორედ დაიხურა. ამის შესახებ საქალაქო საბჭომ განაცხადა. 

საბჭოს განცხადებით, სამი დიდი სანაპირო 5 დღის წინ გაიხსნა, თუმცა მოქალაქეები მითითებულ წესებს არ ემორჩილებოდნენ, რის გამოც სანაპიროებით სარგებლობა ისევ აირძალა.

”ხალხმა ვერ გამოიყენა პლაჟები მხოლოდ სავარჯიშოდ”, - განაცხადა საბჭომ.