სილვესტერ სტალონე "როკი 4-ის" სარეჟისორო ვერსიას გამოუშვებს

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი სილვესტერ სტალონე "როკი 4-ის" სარეჟისორო ვერსიას გამოუშვებს.

"ეს საოცარი სანახაობა იქნება", - წერს ის "ინსტაგრამზე".

"როკი 4" ეკრანებზე 1985 წელს გამოვიდა და სერიის ყველაზე წარმატებულ ნაწილად იქცა. მისი ბიუჯეტი 30 მილიონი დოლარი იყო, შემოსავალმა კი დაახლოებით 300 მილიონი დოლარი შეადგინა.