"სიმფსონების" ფერადკანიან პერსონაჟებს თეთრკანიანი მსახიობები აღარ გაახმოვანებენ

ანიმაციური სერიალის "სიმფსონების" ფერადკანიან პერსონაჟებს თეთრკანიანი მსახიობები აღარ გაახმოვანებენ. ამის შესახებ ინფორმაციას AFP ავრცელებს.

ცვლილება გავლენას მოახდენს აგრეთვე ფერადკანიან პერსონაჟზე, დოქტორ ჰიბბერტზე, რომელსაც თეთრკანიანი მსახიობი ჰარი შეირერი ახმოვანებს. ვინ შეცვლის მას ამ დროისათვის ცნობილი არ არის.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მსახიობმა მაიკ ჰენრმა განაცხადა, რომ სერიალ „გრიფინებში“ შავკანიან პერსონაჟ კლივლენდს აღარ გაახმოვანებდა. 

"მე 20 წლის განმავლობაში კლივლენდის როლს ვასრულებდი და ეს დიდი პატივი იყო, თუმცა, ფერადკანიანი პერსონაჟები ფერადკანიანმა მსახიობებმა უნდა გაახმოვანონ", - აღნიშნა მაიკ ჰენრიმ.