'სიმფსონებში' შავკანიან პერსონაჟებს, თეთრკანიანი მსახიობები აღარ გაახმოვანებენ

ჰარი შირერი, რომელიც 30 წელზე მეტხანს ახმოვანებდა The Fox Network-ის საკულტო ანიმაციურ სერიალში, "სიმფსონებში" შავკანიან ექიმს, ჯულიუს ჰიბბერტის პერსონაჟს, მას აღარ გაახმოვანებს. ცნობილია, რომ მის პერსონაჟს შავკანიანი მსახიობი კევინ მაიკლ რიჩარდსონი შეცვლის.

გასულ ივნისს, The Simpsons-ის პროდიუსერებმა განაცხადეს, რომ ცვლილებები შეეხება შავკანიან პერსონაჟებს, რომლებსაც თეთრკანიანი მსახიობები ახმოვანებენ.

გარდა ამისა, 2020 წლის იანვარში მსახიობმა ჰენკ აზარიამ განაცხადა, რომ ის აღარ გაახმოვანებს აპუ ნაჰასაპიმაპეტილონს პერსონაჟს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ დასახელებულა.