სიმპსონების კიდევ ერთი "წინასწარმეტყველება" ახდა?!

სატელევიზიო ანიმაციური შოუ The Simpsons - "წინასწარმეტყველის" რეპუტაციას კიდევ ერთხელ ამართლებს. ამჯერად, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ჩაცმულობამ მიიქცია ყურადღება. 

The Simpsons-ის იმავე ეპიზოდში, სადაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტად აირჩიეს, მის შემდეგ, თანამდებობას ლიზა სიმსონი იკავებს და მართალია ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის თანამდებობა განსხვავდება, მაგრამ კამალა ჰარისისა და ლიზას ჩაცმულობა ერთმანეთს ძალიან ჰგავს.  

სწორედ ამ ფაქტმა შოუს ერთგული მაყურებლები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ყველაფერი რაც Simpsons-ებში ხდება, მომავალში აუცილებლად იქცევა რეალობად.