სინგაპურში COVID-19-ს ტესტით 5 წუთში ადგენენ   

სინგაპურში, NanoBio-ს ლაბორატორიაში მეცნიერებმა ექსპრეს-ტესტი შექმნეს, რომელიც კორონავირუსის არსებობას ორგანიზმში 5-10 წუთში ადგენს. სპეციალისტები ახლა ამ ტესტის ფართოდ გამოყენების ნებართვას ელოდებიან.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ წინასწარი კლინიკური კვლევები უკვე ჩაატარეს, სადაც რეალური პაციენტების ნიმუშები გამოიყენეს და დაადგინეს, რომ ტესტი ძალიან მგრძნობიარე და ზუსტია.

იმ შემთხვევაში, თუ ტესტის გამოყენების ნებართვა გაიცემა, მას ფართო წარმოებაში გაუშვებენ. ლაბორატორია იმედოვნებს, რომ ტესტების წარმოების ნებართვას 1 თვის განმავლობაში მიიღებს.