"სინოფარმის" ვაქცინა დელტა შტამის მიმართ ეფექტიანია - უნივერსტიტეტის კვლევა

ახალი კვლევით, რომელიც შრი-ლანკას უნივერსიტეტში ჩატარდა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ Sinopharm-ის ვაქცინა დელტა შტამის წინააღმდეგ ეფექტიანია.

"ანტისხეულების პასუხი ამ შტამის მიმართ, ისევე როგორც გამანეიტრალებელი ანტისხეულები, დაახლოებით იგივე დონით ფიქსირდება, როგორც ბუნებრივი ინფექციის გადატანის შემდეგ“, — წერს უნივერსიტეტი განცხადებაში.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ორი დოზით აცრის შემდეგ ვაქცინირებულთა 95 პროცენტს ანტისხეულების ის დონე განუვითარდა, რაც ბუნებრივად გადატანილი ინფექციის შემდეგ რჩება ორგანიზმში. 

კვლევა რეცენზირებამდელ სერვერზეა განთავსებული და რეცენზიას ელოდება.