სირიაში აფეთქებას 7 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა

სირიაში, ჰასეკის პროვინციის ქალაქ რას ალ-აინში დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი გარდაიცვალა. 

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო SANA იუწყება.

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია.