სირიაში აფეთქებას სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში აფეთქებისას სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო SANA იუწყება.

შემთხვევა ქალაქ რას-ელ-აინის სამხრეთით მოხდა.

აფეთქებისას რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო შვიდი დაშავდა. ასევე ცნობილია, რომ დაზიანდა ახლომდებარე შენობები და რამდენიმე მანქანა.