სირიაში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

სირიაში, ქალაქ აფრინში დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ ექვსი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ქალაქი აფრინი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, რომელსაც თურქეთი და სირიელი ამბოხებულები აკონტროლებენ.

თურქეთი სირიის ჩრდილოეთში მომხდარ წინა აფეთქებებში სირიელი ქურთების დაჯგუფებას, „სახალხო დაცვის შენაერთებს“ ადანაშაულებს.