სირიაში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

სირიაში, ქალაქ ალეპოში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 26 დაშავდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ავტომობილი ავტოფარეხის გვერდით ააფეთქეს, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს.

აფეთქების შესახებ დამატებითი ცნობები ჯერჯერობით უცნობია და ამ დრომდე კომენტარი არავის გაუკეთებია.