სირიაში ტერაქტს 1 ადამიანი ემსხვერპლა და 3 დაშავდა

სირიის ჩრდილოეთით ელ-ბაბის ინდუსტრიულ ზონაში აფეთქება მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო დამონტაჟებული. აფეთქების შედეგად ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა და სამი დაშავდა.

დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის შედეგად იქვე მდგარი მანქანები და ახლომალხო მდებარე სავაჭრო ობიექტები დაზიანდა. მეხანძრეებმა აფეთქების შედეგად გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს.

უსაფრთხოების ძალების ვარაუდით, აფეთქების უკან ქურთების ტერორისტული ორგანიზაცია PKK დგას.