სიცილიაში, ეტნას მთაზე ვულკანი გააქტიურდა

იტალიაში კუნძულ სიცილიაზე, ეტნას მთაზე ვულკანი ამოიფრქვა. ფერფლი 1 კმ-ზე მეტ სიმაღლეზე ამოვიდა და დიდი ღრუბელი წარმოქმნა. კლდის ნაწილები ოთხი სოფლის შენობებს დაეცა. 

დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცნობილია, რომ ვულკანის ფერფლმა კატანიას ქუჩები დაფარა. ადგილობრივმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა.