სიცილიაზე ვულკანი ეტნა გააქტიურდა

სიცილიის კუნძულზე მდებარე ვულკანი ეტნა გააქტიურდა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის სპეციალისტები ავრცელებენ.

სპეციალურმა კამერებმა, რომელიც ეტნას ერთ-ერთ ფერდობზეა დამონტაჟებული, ვულკანის ამოფრქვევა დააფიქსირეს. მას მცირე აფეთქებები და ვულკანური ფერფლის ამოფრქვევა სდევდა თან. ეტნას თავზე ნაცრისფერი ბოლის სვეტი ჩანდა.

ინციდენტის გამო ნაწილობრივ დაიხურა ქალაქ კატანიის საჰაერო სივრცე. საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, საათში მხოლოდ 4 ავიარეისი მიღება დაშვებული. მოსალოდნელია შეფერხებები.