სიცილიასთან მიგრანტების ნავი გადაბრუნდა, არის მსხვერპლი

სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, 22 დაშავდა ნავის გადაბრუნების შედეგად, რომელიც აფრიკიდან სიცილიის კუნძულ ლამპედუზას მიმართულებით მიემართებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიის სანაპირო დაცვის სამსახური ავრცელებს.

მაშველებმა 22 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ნავზე სულ 50 მიგრანტი იმყოფებოდა.