სკარლეტ იოჰანსონი მეორე შვილს ელოდება

მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი მეორე შვილს ელოდება. ინფორმაციას ამის შესახებ Page Six ავრცელებს.

ხმები იოჰანსონის ფეხმძიმობის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მსახიობმა Marvel-ის ფილმ "შავ ქვრივთან" დაკავშირებული რამდენიმე ღონისძიება გამოტოვა.

"სკარლეტი ფეხმძიმედაა, მაგრამ ამას მალავს. ის თავშეკავებულად იქცევა", - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.

ცნობისთვის, სკარლეტ იოჰანსონს ფრანგი ჟურნალისტისგან, რომენ დორიაკისგან 6 წლის ქალიშვილი როუზი ჰყავს. ამჟამად მსახიობი კომიკოსთან და Saturday Night Live-ის სცენარისტთან, კოლინ ჟოსტთან ქორწინებაშია. წყვილისთვის ეს პირველი საერთო შვილი იქნება.