სკარლეტ იოჰანსონი "შავი ქვრივის" როლს ემშვიდობება

სკარლეტ იოჰანსონი, რომელმაც Marvel-ის კომიქსების ეკრანიზაციის სერიაში "შავი ქვრივი" შეასრულა, ესტაფეტას კოლეგას, ფლორენს პიუს გადასცა. ამის შესახებ გამოცემა Empire Online-ს რეჟისორმა კეიტ შორტლანდმა განუცხადა.

"ჩვენ არ გვეგონა, რამდენად კარგი აღმოჩნდებოდა ფლორენს პიუ. რა თქმა უნდა, ველოდით, რომ შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ არ ვიცოდით, რამდენად. სკარლეტი ძალიან თავაზიანი იყო და თქვა: "ოუ, ესტაფეტას მას გადავცემ". ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ ერთი საინტერესო ქალის სასიუჟეტო ხაზი გველის", - განაცხადა რეჟისორმა.

ამგვარად, "შავი ქვრივი", შესაძლოა, ერთგვარი ეპილოგი გახდეს იმ გმირის ისტორიისთვის, რომელიც Marvel -ის კინოსამყაროში უკვე 10 წელია, "რკინის კაცი 2-ის" გამოსვლის შემდეგ არსებობს.