სკოლის ნანგრევებში 9 წლის უსინათლო ბიჭი ასწავლის - VIDEO

იემენში, ქალაქ თაიზში, რომელიც სახელისუფლებო ძალებსა და მეამბოხე ჰუსიტებს შორის ბრძოლის ხაზიდან ახლოს მდებარეობს, სასწავლო პროცესის გაგრძელებას ასობით ბავშვი ცდილობს. აქ თითქმის ყველა შენობა, მათ შორის სკოლები დანგრეულია. ბავშვები ამ ნანგრევებში ყოველ დღე დადიან. როდესაც მასწავლებელი გაკვეთილზე მისვლას ვერ ახერხებს, მას 9 წლის აჰმედი ცვლის.

აჰმედი დაბადებიდან უსინათლოა, მაგრამ იცის, რომ ცოდნა სინათლეა. "ბავშვებს ვასწავლი იმას, რაც მე ვიცი. ჩემთვის ყველაზე ადვილი ყურანი და მეცნიერებაა. ჩვენ ახალი სკამები, მერხები, დაფები, სინათლე, კარები და ფანჯრები გვინდა. შენობის თავზე სახურავი გვინდა, რომ გაკვეთილებზე არ წვიმდეს, ან მზე არ გვაწუხებდეს, მაგრამ ყველაზე მეტად ომის დამთავრება გვინდა" - აცხადებს აჰმედი.