სლოვაკეთში გაზის აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

სლოვაკეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ პრეშოვში მრავალსართულიან სახლში აფეთქება მოხდა.

ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

აფეთქების შემდეგ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

ინციდენტის მიზეზად ბუნებრივი აირის დაგროვება სახელდება.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.